Gazzetta dello Sport -
Aa
Aa

Gazzetta dello Sport - "სიტის" კულიბალი სურს და მზადაა 95 მილიონი ევრო გადაიხადოს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იუწყება, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ნაპოლის“ სენეგალელ უკანახაზელს, კალიდუ კულიბალის უმიზნებს.

„ქალაქელები“ საქმეს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან და მზად არიან 27 წლის მცველის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ინგლისური გრანდი ცოტა ხნის წინ დაცვის ხაზის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინსენ კომპანიმ დატოვა და პეპ გუარდიოლა სწორედ მის შემცვლელს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი კულიბალის მიმართ სიმპათიებითაა განწყობილი და სურს მომდევნო სეზონში კალიდუ თავის გუნდში იხილოს.

სენეგალელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და „პარტენოპეი“ მის გასხვისებას არ გეგმავს. ნეაპოლელებმა „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“ უარით გაისტუმრეს, თუმცა შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალონ.

"ნაპოლის" წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მანოლასთან და ხამეს როდრიგესთან აწარმოებენ და თუ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდა, კულიბალის გასხვისებაზე დაფიქრდებიან. თანაც არის შანსი სამომავლოდ ამ უკანასკნელის სატრანსფერო ღირებულებამ  დაიკლოს და „პარტენოპეიმ“ მსუყე შეთავაზება ვეღარ მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები