Aa
Aa

ბატისტუტა "ფიორენტინაში" ბრუნდება

გაბრიელ ბატისტუტა საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება და „ფიორენტინას“ დირექტორთა საბჭოში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფლორენციელები ბატისტუტას დანიშვნის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ, თუმცა მისი კონრეტული თანამდებობა ამ დრომდე არ სახელდება. როგორც იტალიური პრესა ვარაუდობს, ლეგენდარული არგენტინელი „ვიოლაში“ ელჩის ან ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

თავად „ბატიგოლმა“ რამდენიმე თვის წინ „ფიორენტინაში“ დასაბრუნებლად მზადყოფნა გამოთქვა, რაც ფლორენციელთა ახალი ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი გამოდგა.

ბატისტუტამ „ფიორეს“ მაისურით 1991-2000 წლებში ითამაშა და 152 გოლით, დღემდე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინა“ ამერიკელ-იტალიელმა მილიარდერმა, როკო კომისომ, შეიძინა, რომელიც კლუბში სერიოზული ინვესტიციის ჩადებასა და „იების“ აღორძინებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები