გუარდიოლა: კასტროს შეძენა არასდროს გვიფიქრია
Aa
Aa

გუარდიოლა: კასტროს შეძენა არასდროს გვიფიქრია

ბოლო დროს გავრცელებული ინფომაციის თანახმად მიუნხენის „ბაიერნი“ „ლევერკუზენის“ მცველის, გონსალო კასტროს შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ კი ეს ჭორი უარყო და განაცხადა, რომ კასტროს გადმობირების თემა გუნდში არასდროს განუხილავთ.

 

„მომდევნო სეზონზე ჯერ ნამდვილად არ ვფიქრობ. შესაბამისად არც იმაზე, თუ რომელი ფეხბურთელების დამატება დამჭირდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს. კასტრო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მის შეძენაზე არასდროს გვიფიქრია“ - განაცხადა გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები