Aa Aa
15 ივნისი 2019  |  12:52

"ბარსას" გერეიროს შეძენა სურს და "დორტმუნდთან" მოლაპარაკებებს მართავს

"ბარსელონა" შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს. კლუბს ჯერჯერობით ფრენკი დე იონგის გარდა ოფიციალურად არავინ გაუფორმებია, თუმცა 1 ივლისისთვის კატალონიელები რამდენიმე მოთამაშის გაფორმებას გეგმავენ.

ვალვერდეს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მარცხენა მცველის პოზიცია გახლავთ. ხელშეუხებელ ხორდი ალბას კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს და სეზონის ბოლოს გამოჩნდა, რომ ეს გუნდისთვის დამღუპველია.

Sport-ის ცნობით, "ბარსა" მოლაპარაკებებს "დორტმუნდთან" აწარმოებს და მათი პორტუგალიელი მარცხენა მცველის რაფაელ გერეიროს შეძენას ცდილობს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" გერმანელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა "დორტმუნდს" ეს თანხა ეცოტავება და ესპანელებისგან უკეთესი წინადადების მიღებას ითხოვს.

გერეიროს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება და 25 წლის ფეხბურთელმა მათ უკვე აცნობა, რომ ახალი ხელშკერულების გაფორმება არ სურს.

"ბარსამ" იცის, რომ გერეირო კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და "დორტმუნდს" 1 წლის შემდეგ მისი უფასოდ გაშვება მოუწევს, რაც რა თქმა უნდა კლუბის გეგმებში არ შედის და მის გაყიდვას ამ ზაფხულს გეგმავენ. ეს ყველაფერი "ბლაუგრანამ" იცის და 25 მილიონიც სწორედ ამიტომ შესთავაზეს.

"დორტმუნდი" რთულ მდგომარეობაშია და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის გერეირო "დორტმუნდის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 82 შეხვედრაში 15 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელი ინდივიდუალი გახლავთ და მას თამაში ნახევარდაცვაშიც შეუძლია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი