Aa
Aa

"ნაპოლი" ლოზანოს შეძენას გეგმავს

“ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და „პსვ“-ს მექსიკელი გარემარბის ირვინგ ლოზანოს შეძენას ცდილობს.

Goal-ის ცნობით, ნეაპოლელები მზად არიან ჰოლანდიელებს 50 მილიონი ევრო შესთავაზონ და 23 წლის მექსიკელი გაიფორმონ.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლოზანოს შეძენის სურვილს „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამდნენ, თუმცა ბოლო დროს ინტერესი გაქრა.

La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლის“ იმედი აქვს ლოზანოს 40 მილიონად შეიძენს და 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, „პსვ“ კი ბონუსების სახით დროთა განმავლობაში რამდენიმე მილიონს მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ სტილს კარგად მოერგება და კარლო ანჩელოტის შემადგენლობაც საგრძნობლად გაძლიერდება.

ლოზანო „პსვ“-ში 2017 წელს „პაჩუკადან“ გადავიდა. ჰოლანდიური კლუბის მაისურით მან 74 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 40 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები