Aa
Aa

"ჩელსიმ" ლამპარდთან მოლაპარაკებები დაიწყო

ლონდონის „ჩელსი“ მაურიციო სარის შემცვლელს ეძებს. იტალიელ სპეციალისტს „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება და ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარება უნდა.

„არისტოკრატები“ ყველაზე დიდ ინტერესს „ლურჯების“ ყოფილი ფეხბურთელის, ფრენკ ლამპარდის მიმართ იჩენენ. Daily Mail იუწყება, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრებმა „დერბის“ თავკაცთან მოლაპარაკებები დაიწყეს და ლონდონში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გაესაუბრნენ.

„ჩელსის“ ხელმძღვანელობას „სუპერ ფრენკის“ სამწვრთნელო გამოცდილება აფიქრებს. ლამპარდმა „პრაიდ პარკზე“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა „არისტოკრატების“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მას დიდ პატივს სცემს და დარწმუნებულია, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

ლონდონელები ლამპარდის გარდა ერიკ ტენ ჰაგისა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა FIFA-ს მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნულმა დუეტმა „სტემფორდ ბრიჯზე“ კარიერის გაგრძელება ისურვოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ჩელსის“ მესვეურები ახალ მწვრთნელს მომდევნო სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას სთხოვენ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ლამპარდმა „დერბიში“ თავი მშვენივრად წარმოაჩინა და გუნდი ჩემპიონშიფის პლეიოფში გაიყვანა. „პრაიდ პარკის“ ბინადრებმა პირველ დაპირისპირებაში მარსელო ბიელსას „ლიდსი“ დაამარცხეს, თუმცა „ასტონ ვილას“ ბარიერის დაძლევა ვეღარ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები