Aa
Aa

ობლაკს "მანჩესტერში" წასვლა სურს

მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვაკ გოლკიპერს, იან ობლაკს „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვება სურს. 26 წლის მეკარეს „როხიბლანკოს“ სამომავლო გეგმები აფიქრებს და შიშობს, რომ დიეგო სიმეონეს კოლექტივი მომდევნო სეზონში დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.

უახლოეს პერიოდში „ატლეტიკოს“ დიეგო გოდინი, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუისი და ხუანფრანი დატოვებენ. სავარაუდოდ მათ რიგებს ანტუან გრიზმანიც შეუერთდება და სლოვაკი კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე სწორედ ამიტომ დაფიქრდა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით ობლაკს „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა და „წითელი ეშმაკების“ მაისურის მორგება სურს. იანი „მანჩესტერის“ ვარიანტს აქტიურად განიხილავს და იმ ფაქტს, რომ მომდევნო სეზონში „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

როგორც მოგეხსენებათ „წითელი ეშმაკების“ ძირითადი კიპერის, დავიდ დე ხეას მანჩესტერული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „ოცნებათა თეატრის“ ბინადრებმა ესპანელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და შესაძლოა მას ზაფხულშივე დაემშვიდობონ.

დღესდღეობით ობლაკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და იგი დე ხეას უპრობლემოდ შეცვლის. 2018-19 წლების სეზონში იანმა „ლა ლიგაში“ 37 შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 20-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები