„ბაიერნი“: გუარდიოლა ფულზე არ ფიქრობს
Aa
Aa

„ბაიერნი“: გუარდიოლა ფულზე არ ფიქრობს

მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსან იან-კრისტიან დრეესენს მიაჩნია, რომ ფული პეპ გუარდიოლასთან მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.

ესპანელ სპეციალისტს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. გუნდის ხელმძღვანელობა მწვრთნელთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ ჩქარობს. წლის დასაწყისში კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს კლუბი მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს.

იან-კრისტიან დრეესენი ფიქრობს, რომ გუარდიოლა სხვა კლუბთან კავშირს არ გააბამს, რადგან მისთვის მაღალი ხელფასი პრიორიტეტი არ არის.

„პეპი არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ფული აკეთოს.
„ბარსელონას“ სათავეში ყოფნისას, მისი ბიუჯეტი საკმარისად შეივსო. მას სხვა მიზნები და პრიორიტეტები აქვს.“ - განაცხადა მაღალჩინოსანმა

„რეკორდმაისტერები“ მიმდინარე ბუნდესლიგას 67 ქულით ლიდერობენ და 10 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან „ვოლფსბურგს“

 

დღეს გუარდიოლას შეგირდები გერმანიის თასის მატჩში „ლევერკუზენს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები