Aa
Aa

"ბარსას" "კლასიკომდე" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდა!

მოახლოებული "ელ კლასიკოს" წინ არცთუ კარგი ამბავია "ბარსელონას" ბანაკიდან. საქმე ისაა, რომ ესპანეთისა და რუმინეთის ამხანაგური მატჩისას (0:0) ტრავმა მიიღო ხორდი ალბამ, რომელაც, მართალია, შეხვედრა ჩაამთავრა, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა ალბა მატჩის მანძილზე ტრავმის თანხმებით თამაშობდა.

აქედან გამომდინარე, marca-ს ცნობით, მისი "რეალთან" თამაში საეჭვოა. უფრო ზუსტი პასუხი კი უახლოეს ხანში გვეცოდინება, მას შემდეგ რაც "ფურია როხასა" და "ბლაუგრანას" რეაქტიულ განაპირა მცველს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები