Aa
Aa

"ბარსა" VS "რეალი" - კოეფიციენტები

მორიგ საფეხბურთო ზეიმამდე, რომელსაც "ელ კლასიკო" ჰქვია სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. შაბათამდე ფეხბურთის ქომაგები საათებს ითვლიან...

ამ სტატიაში "ბარსასა" და "რეალის" კარს მომდგარ დაპირისპირებას სხვა, კერძოდ ბუკმეიკერთა თვალით შეხვედოთ და გადავხედოთ როგორ ნაწილდება კოეფიციენტები აღნიშნულ შეხვედრაში. 

საბუკმეიკერო კანტორები უპირობო ფავორიტად "ბარსელონას" მიიჩნევენ, რომლის გამარჯვებაზეც ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ტოტალიზატორი "888Sport" 1.55-ს გვიხდის, აი სტუმართა მოგება კი ერთობ სოლიდურ და მსუყე თანხად 5.25-ად ფასდება, ხოლო ფრის ფასი 4.4-ია.

რაც შეეხება ჩვენს მეგობარ ტოტალიზატორ "კრისტალბეთს" აქ "ბარსას" გამარჯვებას ზემოთნახსენებ კოეფიცინტთან შედარებით აშკარად მაღალი თამასა აქვს 1.67-ის სახით, ფრე - 4.3, "რეალის" მოგება კი ზუსტად 5.0.

მოკლედ, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, "ბარსა" აშკარა ფავორიტად ითვლება, თუმცა ეს ისეთი მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენ, ნეიტრალურ ქომაგებს უდიდესი და ულამაზესი საფეხბურთო სპექტაკლი გველის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები