"რეალის" თანადგომა "ბარსელონას"!
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" ლეგენდის, იოჰან კრუიფის გარდაცვალებას გამოეხმაურა:
"კრუიფი ფეხბურთის ლეგენდა, ამ სპორტის ნამდვილი სახე იყო. მინდა მთელი გუნდისა და გულშემატკივრების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის, მეგობრების, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და "ბარსელონასადმი", რომელმაც ცოცხალი ლეგენდა დაკარგა. მან ეპოქა, ერთი დიდი სამყარო შექმნა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. საფეხბურთო სამყაროს მძიმე დღები უდგას, მისი დაღუპვა უდიდესი დანაკლისია". - პერესის ამ განცხადებას "რეალის" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.