აგუერო:
Aa
Aa

აგუერო: "მესის ოქროს ბურთს ყოველ წელს გადავცემდი"

ცოტა ხნის წინ უცხოურ პრესაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს ხმამაღალი განცხადება გავრცელდა. არგენტინელი თავდამსხმელი ამბობდა, რომ ოქროს ბურთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გუნდების რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთმა უნდა დაისაკუთროს.

აგუეროს ფრაზებს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს უცხოურმა გამოცემებმა არგენტინელის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს. „სიტის“ ფორვარდი ამ საკითხს მოგვიანებით "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა: "ჩემი განცხადებების განმარტება დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ როცა ისეთ სიტყვებს მომაწერენ, რომლებიც არ მითქვამს, სხვა გზა უბრალოდ არ მრჩება. პირადად მე მანამ, სანამ მესი ითამაშებს, ოქროს ბურთს ყოველ წელს მას გადავცემდი. განსაკუთრებით თუ ისე ასპარეზობს, როგორც მიმდინარე სეზონში“.

„მე მკითხეს ვიმსახურებდი თუ არა წელს ოქროს ბურთის მოგებას. ჩემი პასუხი იყო, რომ ამისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავსულიყავი. უფრო გასაგებ პასუხს ფიზიკურად ვერ გავცემდი. მათ კი ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები