Aa
Aa

"სიტი", პსჟ თუ "ბოკა"? - დე როსის ვარიანტები

დანიელე დე როსიმ მიმდინარე სეზონის ბოლოს "რომადან" წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა კარიერის დასრულებას არ აპირებს, ამიტომ მისი მსურველი კლუბები აქედანვე გააქტიურდნენ. თავად 35 წლის ნახევარმცველის განცხადებით, სერია A-ს დასრულებისთანავე რამდენიმე კვირიან პაუზას აიღებს და შეთავაზებებს მხოლოდ დასვენების შემდეგ განიხილავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პირველი კლუბი, რომელმაც დე როსის შეძენის სურვილი გამოთქვა, ამერიკული "ნიუ იორკ სიტია", დღეს კი "სიტის", პსჟ-სა და "ბოკა ხუნიორსის" ინტერესის შესახებ დაიწერა.

პსჟ-ს გასული სეზონინის ბოლოს დე როსის მეგობარი, ჯანლუიჯი ბუფონი, შეუერთდა და, შესაძლოა, ვეტერანმა შუახაზელმა თანამემამულესთან ერთად თამაში ისურვოს, ფაქტია, რომ პარიზელთა ხელმძღვანელების მისი დამატების სურვილს ღიად გამოხატავენ.

ორი ფაქტორის გამოა საგულისხმო "ბოკა ხუნიორსის" ინტერესი: 1) დე როსის არგენტინული ფეხბურთის მიმართ სიმპათიები არასდროს დაუმალავს; 2) "ბოკას" სპორტული დირექტორი "რომას" ყოფილი მცველი, ნიკოლას ბურდისოა, რომელსაც დანიელე კარგად იცნობს და ეს მოლაპარაკებისას მნიშვნელოვანი პლუსი შეიძლება იყოს.

გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ რომში დე როსის საპატივცემულოდ გულშემატკივრებმა ნაირგვარი ბანერები გამოფინეს, მაგალითად შევხვდებით ასეთებსაც: "რომის შვილი, კაპიტანი და სიმბოლო"; "DDR ჩვენი სიამაყე"; "DDR ყოველთვის რომაელი ხალხის გულებში".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები