„კლივლენდ კავალიერსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
Aa
Aa

„კლივლენდ კავალიერსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით „კლივლენდ კავალიერსს“ მომავალ სეზონში ჯონ ბილაინი უთავკაცებს. ადრიან ვოინაროვსკის ცნობით „კავსი“ 66 სპეციალისტზე დიდ იმედებს ამყარებს და მასთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბილიანი „კლივლენდამდე“ „მიჩიგან ვულვერინსს“ წვრთნიდა და სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ჯონის დამოძღვრილი  გუნდი NCAA-ის ფინალურ ტურნირზე საუკეთესო ოთხეულში ორჯერ მოხვდა და 2018 წელს ფინალშიც იასპარეზა, თუმცა „ვილანოვასთან“ დამარცხდა.

კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ ESPN-ის ცნობით 66 სპეციალისტი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „კლივლენდი“ გუნდის აღმშენებლობაზეა ორიენტირებული. „კავსმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 19 შეხვედრაში იმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები