ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "ნეიმარს კაპიტნისთვის საჭირო თვისებები არ გააჩნია"

პსჟ-ს თავკაცმა ტომას ტუხელმა გუნდში კაპიტნის სამკლაურის თემას წერტილი დაუსვა.

ფრანგული და ამავდროულად ბრაზილიური პრესაც არ წყვეტს სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ პარიზელთა კაპიტანი ნეიმარი უნდა იყოს.

პრესაში ბევრჯერ დაიწერა, რომ თითქოს ახალი სეზონიდან კაპიტანი ნეიმარი იქნება, თუმცა ჭორებს წერტილი დაესვა.

"ჩვენ გვყავს ორი კაპიტანი ტიაგო სილვა და მარკინიოსი. მათ შეცვლას არ ვაპირებთ.

ნეიმარი? მას კაპიტნისთვის საჭირო თვისებები არ გააჩნია. ის ლიდერია და კრეატიული მოთამაშეა, თუმცა კაპიტნის სამკლაურით მას ვერ ვხედავ.

არ მესმის თუ რატომ საუბრობს ყველა ამ თემაზე. ის ფაქტი, რომ ჩვენ სილვა და მარკინიოსი გვყავს მეტ პატივისცემას იმსახურებს". - განაცხადა ტუხელმა.

პარიზში ნეიმარის მიმართ ქომაგებს დიდი სიმპათია უკვე აღარ აქვთ და გუნდის მთავარი ვარსკვლავი მბაპეა.

ნეიმარის ქმედებებმა და გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ მუდმივმა სპეკულაციებმა გულშემატკივრები დაღალა და გააღიზიანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები