Aa
Aa

"ვალენსიას" ქომაგების საზარელი ქმედება

ევროპა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში უნაი ემერის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 3-1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას სტუმარი გუნდის ქომაგები აგრესიით გამოირჩეოდნენ და ყურადრების ეპიცენტრში რამდენჯერმე მოხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეთოფეების“ გულშემატკივარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ვალენსიას“ ქომაგთა საზარელი ქმედებებია ასახული. კადრებში ჩანს „ღამურების“ ფანატი, რომელიც ნაცისტურ მისალმებას იყენებს. დანარჩენები კი მაიმუნს განასახიერებენ.

ლონდონელთა ქომაგის თქმით მან შეხვედრის მიმდინარეობისას სტიუარდებს რამდენჯერმე სთხოვა რაიმე მოემოქმედებინათ, თუმცა მათ არაფერი გააკეთეს და დამნაშავეებმა „არსენალისა“ და „ვალენსიას“ ჯახს თვალი უკანასკნელ წუთამდე ადევნეს.

ბოლო პერიოდში საფეხბურთო სამყაროში რასიზმი საკმაოდ მომძლავრებულია. ცოტა ხნის სკანდალში ლონდონის „ჩელსის“ გულშემატკივრები გაეხვნენ, რომლებმაც შეურაცხყოფა რაჰიმ სტერლინგს მიაყენეს და თავი პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგაც „გამოიჩინეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები