Aa Aa
15 აპრილი 2019  |  11:08

მარიამ ბოლქვაძე ობიდოშის ტურნირის გამარჯვებულია!

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე, პორტუგალიის ქალაქ ობიდოშში გამართული საერთაშორის საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მარიამმა ტურნირის მიმდინარეობისას ემილი სმიტი, დანიელა ვისმანი, კრისტინა ბუსკა, სოფია შაფათავა და ნურია დიასი დაამარცხა. ფინალური მატჩი 7:6; 6:2 დასრულდა, იქამდე კი ქართველს არანაირი პრობლემა არ შექმნია და არცერთ ჩამოთვლილ მეტოქესთან ჯამში 4 გეიმზე მეტი არ წაუგია.

ასევე, ბოლქვაძემ წყვილთა შორისაც საკმაოდ წარმატებულად ითამაშა და ნასტია კოლართან ერთად, ფინალში გასვლა შეძლო, სადაც სოფია შაფათავასა და ემილი სმიტის დუეტთან უაღრესად დაძაბულ მატჩში 1:6; 6:2; 9:11 დამარცხდა.

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 16 ადგილით დაწინაურდა და დღეიდან 252-ე პოზიციაზეა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია. აქვე გეტყვით, რომ ეკატერინე გორგოძე მსოფლიო რეიტინგის 150-ე ადგილზეა, სოფია შაფათავა 445-ეა, სალომე დევიძე 630-ე, ოქსანა კალაშნიკოვა კი - 823-ე.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!