Aa
Aa

მუგურუსამ მონტერეიში ტიტული დაიცვა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში, ჰარდის საფარზე, ქალთა საერთაშორის საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა და მისი გამარჯვებული ესპანელი გარბინ მუგურუსა გახდა. მუგურუსამ ამ ტურნირზე გასულ წელსაც იმარჯვა, წელს კი ტიტულისა და სარეიტინგო ქულების დაცვა შეძლო.

25 წლის ესპანელს საკმაოდ ხელსაყრელი ბადე შეხვდა და ფინალამდე მხოლოდ 1 სეტი წააგო, გადამწყვეტ მატჩში კი ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან დაპირისპირება მოუხდა. აზარენკა ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და ჯანმრთელობის პრობლემებმა არც გუშინდელი თამაშის ჩამთავრების საშუალება მისცა.

მუგურუსამ პირველი პარტია 6:1-ზე აიღო, მეორეში კი 3:1-ს იგებდა, როცა მისმა მეტოქემ შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის დაცვა პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე მოახერხა.

შედეგად, მუგურუსამ ერთეულთა შორის კარიერის მე-7 ტურნირი მოიგო, ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში კი კვლავაც მე-19 პოზიციაზე რჩება. რაც შეეხება აზარენკას, მან WTA-ს კლასიფიკაციაში 7 ადგილი მოიგო და მიმდინარე კვირიდან მსოფლიოს მე-60 ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები