Aa
Aa

ბარტის პირველი დიდი ტიტული და მსოფლიოს მე-9 ჩოგნობა!

ქალთა შორის მაიამიში გამართული წლის მეორე მასტერსის სერიის ტურნირი ეშლი ბარტიმ მოიგო. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა 2 სეტში - 7:6; 6:3 დაამარცხა.

ბარტის მოწოდება ბრწყინვალედ მუშაობდა, მან 15 ეისი მიითვალა და მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. შედეგად, 22 წლის მოთამაშემ, ერთეულთა შორის, კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. საერთო ჯამში, მას WTA-ს 4 ტურნირი აქვს მოგებული.

ეშლი ბარტი დღეიდან მსოფლიო რეიტინგის წამყვან ათეულშია, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. ამავდროულად, 2013 წლის შემდეგ იგი პირველი ავსტრალიელი ქალია, ვინც TOP 10-ში შესვლა შეძლო. ბოლოს, ასეთი სამანტა სტოსური იყო.

მაიამიში მიღწეული გამარჯვებისთვის, ბარტიმ 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო. იგი ამჟამად მსოფლიოს მე-9 ჩოგანია. პირველ ადგილზე კვლავ ნაომი ოსაკაა, მეორეზე - სიმონა ჰალეპი, ხუთეულში კი, შესაბამისი იერარქიით, პეტრა კვიტოვა, კაროლინა პლიშკოვა და ანგელიკ კერბერი შედიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები