Aa
Aa

კვიტოვაზე თავდამსხმელს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ჩოგბურთის ვარსკვლავ პეტრა კვიტოვას 2016 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენეს. კვიტოვამ ეჭვმიტანილი ფოტოების მეშვეობით ამოიცნო, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა.

ჩეხ ჩოგბურთელს თავს ვინმე რადიმ ზონდრა დაესხა, რომელსაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილება არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გაუპროტესტებია, მათ ამის გაკეთების საშუალება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ექნებათ.

თავდასხმიდან დაახლოებით 5 თვეში პეტრა აქტიურ ჩოგბურთს დაუბრუნდა და მას შემდეგ დოჰას ტურნირისა და მადრიდის მასტერსის მოგება შეძლო. 29 წლის ჩოგბურთელის აქტივში ჯამში WTA-ს 11 ტიტულია, მათ შორის, 2 დიდი მუზარადისაა. კვიტოვამ 2011 და 2014 წლებში უიმბლდონი მოიგო, წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები