Aa
Aa

ოსპინა საავადმყოფოდან გაწერეს

იტალიური „ნაპოლის“ მეკარის, დავიდ ოსპინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საავადმყოფოდან შინ გაწერეს. კოლუმბიელმა გოლკიპერმა „უდინეზესთან“ კვირას გამართულ შეხვედრაში თავის დაზიანება მიიღო და სტადიონიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„დავიდ ოსპინა ჰოსპიტალ „პინედა გრანდედან“ გაწერეს, სადაც ის კვირას მიღებული დაზიანების გამო მოხვდა. დავიდს არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა მათგანმა გამორიცხა, რომ რამე პრობლემა კიდევ არსებობს.

ექიმებმა ფეხბურთელს ურჩიეს, რომ რამდენიმე დღე დაისვენოს, შესაბამისად, ის კოლუმბიის ნაკრების შეკრებაზე ვერ გაემგზავრება“. - წერს „ნაპოლის“ ტვიტერის ოფიციალური გვერდი.

30 წლის ოსპინა „ნაპოლის“ რიგებში გასულ ზაფხულს ლონდონის „არსენალიდან“ გადავიდა. მან წლევანდელ სეზონში „პარტენოპეის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები