სკოტი პიპენი: "ფილ ჯექსონი წლევანდელი "ლეიკერსით" ჩემპიონი გახდებოდა"
ლუკ უოლტონის დამოძღვრილი "ლეიკერსი" არც თუ ისე კარგ სეზონს ატარებს. ლოს-ანჯელესელები პლეიოფის საგზურისთვის იბრძვიან და მერვე ადგილზე მყოფ "კლიპერსს" 4 მოგებით ჩამორჩებიან.
რამდენად სურთ ლებრონს და კომპანიას მერვე პოზიციის დაკავება ცალკე საკითხია. დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგს დიდი ალბათობით "გოლდენ სტეიტი" დააფიქსირებს და "უორიორსის" ვარსკლავური ხუთეულის შეჩერება ლოს-ანჯელესელებს ნამდვილად გაუჭირდებათ.
"ჩიკაგო ბულსის" ლეგენდარული კალათბურთელი, სკოტი პიპენი, ამ პოზიციას იზიარებს, თუმცა... TMZ Sports ის ჟურნალისტმა "ხარების" ყოფილ მსუბუქ ფორვარდს ჰკითხა: "შეძლებდა ფილ ჯექსონი წლევანდელ "ლეიკერსთან" ერთად ჩემპიონობის მოპოვებას"? პიპენის პასუხი კი ასეთი გახლდათ: "კი! რა თქმა უნდა! ფილი ბუნებით გამარჯვებულია". ასე რომ სკოტი პიპენის აზრით მთავარი პრობლემა არა შემადგენლობა, არამედ გუნდის თავკაცია...
შეგახსენებთ, რომ ფილ ჯექსონმა "ბულსთან" ერთად ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა სამწვრთნელო საქმიანობაზე უარი დიდი ხნის წინ თქვა. მართლაც საინტერესო რა მოხდებოდა ჯექსონი ლებრონ ჯეიმსის დამრიგებელი რომ ყოფილიყო. ფილი ხომ ისეთ ლეგენდებს წვრთნიდა როგორებიც კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი, შაკილ ონილი და სკოტი პიპენი არიან...
ასევე იხილეთ - ჩაკვეტაძის გადაბირებით ''სამპდორია'' დაინტერესდა!