„ნიურნბერგის“ ქომაგების პროტესტი
Aa
Aa

„ნიურნბერგის“ ქომაგების პროტესტი

ბუნდესლიგის 22-ე ტური „ნიურნბერგისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირებით დაიხურა. ლუსიენ ფავრის ბიჭებმა მეტოქე გუნდის კარის აღება ვერა და ვერ მოახერხეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

„დორტმუნდმა“ ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ „ნიურნბერგის“ ქომაგების ქმედებები გახლდათ.

ეპიზოდში, როცა ჯეიდონ სანჩო კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა სტადიონზე ჩოგბურთის შავი ბურთები გადაყარეს. ამ ჟესტით მათ შეხვედრის ჩატარების დრო გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ბუნდესლიგის ეგიდით ორშაბათობით სეზონში 5 შეხვედრას იმართება. ამ ფაქტს გერმანელი გულშემატკივრები დიდი ხანია აკრიტიკებენ, თუმცა უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება. კონტრაქტი 2021-22 წლამდეა გაწერილი და მისი ღირებულება 4.07 მილიარდ შეადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები