დე იონგი:
Aa
Aa

დე იონგი: "ასეთი გადაწყვეტილების მიღება დიდი კლუბების სასარგებლოდ მარტივია"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრებიდან ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი ამსტერდამში „აიაქსისა“ და „რეალის“ დაპირისპირება გამოდგა.

მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამსტერდამელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა პრესასთან ისაუბრა და მსაჯის გადაწყვეტილებები შეაფასა.

„გუნდურად კარგად ვითამაშეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენი პირველი გოლი გაუქმდა. შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დიდი კლუბების სასარგებლოდ მარტივია. ასეთი სიტუაციები ჩვენც გვქონია.

ამის შემდეგ მომენტები კიდევ გვქონდა და სამწუხაროა, რომ დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ.

მადრიდშიც მსგავსად უნდა ვითამაშოთ - გამბედავად და თავდაჯერებულად. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. „რეალი“ თავიანთი ქომაგების წინაშე უფრო დიდი წნეხის ქვეშ იქნება.“

შეგახსენებთ, რომ 21 წლის დე იონგი ზაფხულიდან „ბარსელონას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება და მას „რეალთან“ დაპირისპირება კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

ასევე იხილეთ - ტაქტიკური ანალიზი: სცენიდან მოშორებული ვარსკვლავები და სოლარის კონტრ-პრესინგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები