ტაქტიკური ანალიზი: სცენიდან მოშორებული ვარსკვლავები და სოლარის კონტრ-პრესინგი

სიახლე 13.02.2019
A+ A- 18:01

მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო და ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა, რის შემდეგაც ისინი დროებით საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდნენ.

ხულენ ლოპეტეგის ხელში „ბლანკოსს“ ოთხეულისთვის ბრძოლა უწევდა, რაც ამ გუნდის ისტორიასა და სტატუსს ეწინააღმდეგება.

საბოლოოდ, ფლორენტინო პერესმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გუნდი სანტიაგო სოლარის ჩააბარა, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად სიტუაცია სკამაოდ მარტივად დაალაგა.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ახალგაზრდა არგენტინელ სპეციალისტს ბევრი შრომა და ბრძოლა დასჭირდა, რომ კლუბს მის მიმართ პატივისცემა და ნდობა ჰქონოდა.

რთული გადაწყვეტილებები - ის ვისაც გადაფიქრება არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის

თავდაპირველად 42 წლის სპეციალისტი „ძველ გვარდიას“ ენდო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ პრობლემები ამით არ გამოსწორდებოდა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

სოლარის ვარსკვლავების სცენიდან მოშორება არ მოერიდა და გამბედავი ნაბიჯი გადადგა. ის ამ მხრივ ზიდანს ჰგავს. იქნება თუ არა იგი ზიზუსავით წარმატებული ამას დრო გვიჩევენებს.

მსგავსად ფრანგისა, სოლარიც მადრიდელთა ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს და მიზნად პირველ გუნდში არეული სიტუაციის დალაგება დაუსახეს.

ზუსტად ამავე პერიოდში ზიდანის მონაგარი ასეთი იყო: 20 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. სოლარის შედეგები კი ასეთია: 19 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი.

არგენტინელმა სპეციალისტმა ძირითადი შემადგენლობა შეცვალა და სათადარიგო სკამზე ისკო, ბეილი, მარსელოს ტრიო დასვა.

ვარსკვლავები, რომლებით თავიანთ სტატუსსა და როლს ვერ ამართლებდნენ და გუნდს ამძიმებდნენ - სოლარიმ ისინი ძირითადს მოაშორა, აქცენტი კი უფრო ახლაგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე მოთამაშეებზე შეაჩერა.

თუ ზიდანი აქცენტს 4-4-2-ზე აკეთებდა, ამ მხრივ სოლარის სხვა შეხედულებები აქვს. მას თავდასხმაში აღარ ჰყავს რონალდუს მსგავსი მკვლელი.

არგენტინელმა კარიმ ბენზემას ფლანგებიდან ვინისიუსი და ვასკესი დაუყენა. რა იყო ამის მიზეზი?

ვასკესი კარვახალთან ფლანგზე კარგად არის შეთამაშებული და დაცვაში ყოველთვის დიდ სამუშაოს ასრულებს. ამასთან ერთად, ესპანელი სწრაფია და კონტრშეტევებზე მისი გამოყენება ხელსაყრელია.

სოლარი: „ვასკესს აქვს თვისებები, რომელსაც ესპანელ ფეხბურთელებში ყველაზე მეტად ვაფასებ. ის მოედანზე ყოფნის დროს თანაგუნდელებს ყოველთვის ეხმარება“.

რაც შეეხება ვინისიუსს, ახალგაზრდა ბრაზილიელმა გუნდში მთავარი შოუმენის როლი მოირგო.

„რეალს“ სჭირდებოდა ისეთი მოთამაშე, რომელიც რაიმე ახალსა და არაპროგნოზირებადს იზამდა. აქედან გამომდინარე, სოლარიმ მიძინებული და უფერული ბეილი თადარიგში გაუშვა.

ნახევარდაცვის ხაზში კი კროოსი-მოდრიჩის დუეტის ზურგსუკან 24 წლის მარკოს ლორენტე გაამწესა, რომელიც კაზემიროსგან განსხვავებით ართმევაზე თამაშის დროს უფრო სუფთად მოქმედებს.

ბრაზილიელი საყრდენი ბოლო დროს ჩვეულ სტილში ვეღარ თამაშობდა და ზოგადად, კაზემირო მუდამ წითელი ბარათის ზღვარზე მოქმედებს.

რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში იყო მომენტები, როდესაც ბრაზილიელი უნდა გაეძევებინათ, თუმცა მსაჯმა ის დაინდო. სოლარიმ ეს რისკი თავიდან აირიდა და გუნდს ახალი სისხლი გადაუსხა.

უკანა ხაზში მწვრთნელმა მხოლოდ დაცვის მარცხენა ფრთა შეცვალა და მარსელოს ნაცვლად 22 წლის სერხიო რეგულონი გაამწესა.

ასე გამოიყურება სოლარის 4-3-3.

სოლარის მაღალი პრესინგი და კონტრ-პრესინგი

არგენტინელი სპეციალისტის ხელწერა უდაოდ პრესინგია. სოლარის „რეალი“ ნებისმიერ მეტოქეს მაღალ პრესინგს ეთამაშება.

ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მადრიდელებს სათადარიგო გეგმაც აქვთ, რომელსაც კონტრ-პრესინგი ეწოდება.

ამ დროს „რეალი“ უკან არ იხევს და მეტოქისთვის ბურთის ართმევას იმავე წეტილში ცდილობს. ასეთ სიტუაციაში მეტოქეს კონტრშეტევის ორგანიზება უჭირს და ბუნებრივია, „ბლანკოსი“ დაცვაში გადაწყობას გაცილებით მარტივად ახერხებს.

ასე გამოიყურება სოლარის კონტრ-პრესინგი.

„რეალმა“ სამეფო თასზე გამართული „ელ კლასიკოც“ მსგავს სტილში ჩაატარა და „ბარსელონას“ მოედნის თითოეულ წერტილში ებრძოდა.

მადრიდელებმა კატალონიელებს სივრცეების გამოყენების შანსი არ მისცეს და 90 წუთიდან, 60 წუთის განმავლობაში შეხვედრა სოლარის გუნდის კარნახით მიმდინარეობდა.

დასკვნა - სოლარი ყოველგვარი წნეხის გარეშე

სანტიაგო სოლარის უყვარს ბურთის ფლობა და მეტოქის კარზე ლამაზი, აგრესიული იერიშების მიტანა.

თუ ზიდანის ფორმაციის „რეალი“ თავს დიდი ძალებით იცავდა და სიტუაციიდან გამომდინარე მეტოქეს ბურთსაც უთმობდა, სოლარის გუნდი ასე არ იქცევა.

მან გარისკა და შანსი ახალგაზრდებს მისცა, მათ კი მწვრთნელის ნდობა გაამართლეს.

აი რას ამბობდა სოლარი „კლასიკოს“ წინ ვინისიუსზე: „ვინისიუსმა თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა და ის მოახლოებულ „კლასიკოში“ „ბარსელონასთვის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა“.

არგენტინელმა გარისკა და ნდობაც მოიპოვა. მისი გეგმა, რომ მუშაობს ეს მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგაც დადასტურდა.

„ბლანკოსს“ სათადარიგო სკამზე ისეთი მოთამაშეები ჰყავს, როგორებიც არიან ბეილი, ასენსიო, ისკო, მარსელო, სებალიოსი და დიასი. სოლარის მატჩის მსვლელობისას სქემის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელსაც ის ჯერჯერობით საკმაოდ კარგად იყენებს.

„რეალს“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას არავინ სთხოვს. მათი მთავარი მიზანი ლა ლიგის დასაკუთრებაა. თუ გუნდი ვერც ჩემპიონატს მოიგებს, ეს სოლარის ბრალი ნაკლებად იქნება, რადგან მადრიდელებმა პირველ წრეში ლოპეტეგისთან ერთად იმდენი ქულა დაკარგეს, რომ სამ ჩავარდნილ სეზონს ეყოფოდა.

„ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 6 ქულა გახლავთ, რაც ბევრი ნამდვილად არ არის. პლუს ამას კატალონიელები მადრიდში უნდა ჩავიდნენ და იმ მატჩის მოგების შემთხვევაში სოლარის გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს შესაძლოა „რეალი“ უტიტულოდაც კი დარჩეს, სოლარის მიერ გაწეული სამუშაო დაფასებას იმსახურებს და სავარაუდოდ ამ ყველაფერს ფლორენტინო პერესიც ხედავს.

კონტრაქტის მიხედვით არგენტინელი მადრიდში 2021 წლამდე რჩება. ზაფხულიდან კი დონ ფლორენტინო მეგატრანსფერებსაც უმიზნებს, რაც სოლარის თავისი სამწვრთნელო ნიჭის გამოყენების მეტს საშუალებას მისცემს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

არსენ ვენგერი მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობასა და ედენ აზარის შესახებ საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის აზრით, აზარს „ბლანკოსში&l...

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი, მადრიდის „რეალში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამ გუნდში მის ყოფილ მწვრთნელებს ახასია...

გავლენიანი ესპანური გამოცემები Marca და AS იტყობინებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. „ლოს...

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ გარეტ ბეილს მოთმინების ფიალა აევსო და „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა. უელსელი ფეხბურთელი &bd...

ლა ლიგის მერვე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა. „ბ...

მილანის „ინტერთან“ მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა. არგენტ...

სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და...

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას&ldquo...

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზანქტ. პაულის'' თურქი ფეხბურთელი ჯენკ შაჰინი კლუბიდან გაუშვეს, რადგან სპორტსმენმა თურქეთის მიერ სირიაში მიმდინარე საომარ...

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატ...

უკრაინის ნაკრები რიგით მე-5 გუნდია, რომელმაც მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პორტუგალია...

გუშინ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. გარეტ საუთგეიტის კოლექტივმა ბრწყინვ...

კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-700 გოლი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი პე...

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ხელშეკრულების თანახმად, "სკუადრა აძურას" დამრი...

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები ...

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკლავები ხელფასის სახით უზარმაზარ თანხებს იღებენ, რომლებსაც უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად ხარჯავენ. საბედნიეროდ მათთვის...

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le10sport იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. "ბებერი ქალბატონი" მიზნი...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები