იაია ტურე
Aa
Aa

არ მინდა ჩემი გუნდი ასე ღრმად იხევდეს უკან | იაია ტურეს შეფასება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია'' შინ „სლოვანთან'' 0:2 დამარცხდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იაია ტურემ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

„გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ გასაუმჯობესებელ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ის, რისი მიღწევაც ამ გუნდთან ერთად მინდა, ადვილი არაა, თუმცა, მოთამაშეების მიდგომა და მათი მენტალიტეტი შესანიშნავი იყო. მხოლოდ კმაყოფილი შეიძლება ვიყო.

მეორე ტაიმში თამაში გაცილებით რთული გახდა, რაც განსაკუთრებით დასკვნით 30 წუთზე ითქმის. არ გვსურდა მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები შეგვექმნა.

არ მინდა, რომ ჩემი გუნდი ასე ღრმად იხევდეს უკან. ბოლო ოც წუთში ცოტა დავიღალეთ და ზედმეტად ძლიერად დავიხიეთ უკან.

„იბერიამ'' „ფლორასთან'' კარგი მატჩები ჩაატარა, მეტოქის მხრიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, ხარისხზე მაქვს საუბარი და ეს ხარისხი არსად წასულა.

„იბერიას'' პატივს ვცემ, თუმცა ბრატისლავაშიც გამარჯვება გვსურს''.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება. თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები