გარეტ ბეილი: "ზიდანთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ მისაუბრია"
უელსელმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა, ბრიტანულ გამოცემა FourFourTwo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხთან ერთად მისი და ზინედინ ზიდანის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
29 წლის შემტევის თქმით მას ფრანგ სპეციალისტთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ ულაპარაკია. შეგახსენებთ, რომ ბეილი გადამწყვეტ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და როგორც ჩანს ამ ფაქტმა ძალიან გაანაწყენა.
„ზიდანთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ მისაუბრია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. საუკეთესო მეგობრები არ ვიყავით, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალებივით ვიქცეოდით“.
„ლივერპულთან“ მატჩის წინ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. იმედი გამიცრუვდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სათადარიგო სკამზე დავრჩი. ვთვლიდი, რომ ძირითად შემადგენლობაში გამოსვლას ვიმსახურებდი. კარგ ფორმაში ვიყავი და ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ხუთი გოლი მქონდა გატანილი“.
„ფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მინდოდა და როცა მინდორზე გამოვედი გაბრაზებული ვიყავი. შესაძლოა ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“.
"ჩემ მიერ გატანილი გოლის გამეორებას რამდენჯერმე ვუყურე. ვფიქრობ დასამტკიცებელი არაფერი მქონდა. ფინალში მონაწილეობას თუ იღებ, ერთი მიზანი გაგაჩნია! - თასის მოპოვება! მნიშვნელობა არ აქვს ოცნებას როგორ აისრულებ"!
ასევე იხილეთ - მაშველებმა გაუჩინარებული თვითმფრინავიდან ცხედარი ამოასვენეს