ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუა მძიმე ტრავმას გადაურჩა | კარგი ამბავი ჟოზე მოურინიოსთვის

ესპანური COPE-ს ინსაიდერის, არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, ტიბო კურტუა მძიმე ტრავმას გადაურჩა. მოსალოდნელია, რომ შვებულების დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის’’ შეკრებაზე გამოცხადდება, პაუზის აღება არ მოუწევს, რაც მადრიდული კლუბის ქომაგებისთვს სასიხარულო ინფორმაციაა.

2026 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ტიბო კურტუამ ესპანეთთან მატჩში მოედანი ტრავმირებულმა და აცრემლებულმა დატოვა. მიუხედავად ამისა, ბელგიელთა მეკარემ მატჩის შემდეგ მიქს-ზონაში აღიარა, რომ თამაშის გაგრძელება სურდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მისი შეცვლა გადაწყვიტა. კურტუა ორშაბათს ვალდებებასში მივიდა, რადგან "თეთრებმა" პრესეზონი დაიწყეს. ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, მას სერიოზული ტრავმა არ დაუდგინდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ის გუნდთან ერთად იქნება, როგორც ეს არანჩა როდრიგესმა გაარკვია.

34 წლის ტიბო კურტუა ესპანეთი-ბელგიის მატჩის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ბელგიელმა მეკარემ დისკომფორტი მეორე ტაიმში იგრძნო, წყლის შესვენებისას სამედიცინო დახმარება ითხოვა. პაუზის დროს შეკრებილი ფეხბურთელების ყურადღება მთლიანად მეკარისკენ იყო მიმართული, რომელიც რამდენიმე მოკლე გარბენს აკეთებდა მდგომარეობის შესამოწმებლად.

„შორ მანძილზე ბურთის დარტყმისას ტკივილი ვიგრძენი. 30 ასეთი დარტყმის შემდეგ უკვე გადაღლილი ვიყავი. ზოგიერთი მოგერიების დროსაც ვგრძნობდი ამას და დავინახე, რომ ტკივილი ძლიერდებოდა. ამიტომ დავჯექი, რათა ექიმს გავესინჯე. მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ დარტყმას ვერ ვახერხებდი. კიდევ ხუთი წუთი დავრჩებოდი მოედანზე, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა, რომ შემცვლიდა, თუ 100%-ით მზად არ ვიყავი. არაუშავს, გადაწყვეტილებას ის იღებს“, - თქვა კურტუამ DAZN-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები