ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„რეალი მსაჯებზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს“ - ხავიერ ტებასი

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალზე“, „ნეგრეირას საქმეზე“ და მსაჯების შეცდომებზე ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე ტებასს ჰკითხეს „ბლანკოსის“ მიერ უეფაში გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც მადრიდული კლუბი „ნეგრეირას საქმისთვის“ ყურადღების მიპყრობას ითხოვდა.

„რეალისთვის“ ჩემპიონატები არავის მოუპარავს, ეს ასე არაა. ჯერ ეს დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა აუცილებლად ვნახავ.

მაინტერესებს, რომელ წლებზე საუბრობენ და ეხებიან თუ არა შეცდომებს, რომლებიც სხვა კლუბების წინააღმდეგ იყო დაშვებული. თუ არსებობს ვიღაც, ვინც მსაჯების შეცდომებზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს, ეს „რეალია“.

როგორც ცნობილია, „რეალმა“ უეფაში 500-გვერდიანი დოკუმენტი გადააგზავნა და თავის დროზე უეფას მიერ დაწყებული სადისციპლინო საქმის წარმოების დაუყოვნებლივ განახლება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასმა ბარსელონას მოთხოვნას უპასუხა - ლა ლიგა პერესის წინააღმდეგ პოზიციას ამყარებს
ტებასმა ბარსელონას მოთხოვნას უპასუხა - ლა ლიგა პერესის წინააღმდეგ პოზიციას ამყარებს