ვალვერდემ გადაწყვეტილება მიიღო - მესიმ და დემბელემ სრული დატვირთვით ივარჯიშეს, თუმცა...
Aa
Aa

ვალვერდემ გადაწყვეტილება მიიღო - მესიმ და დემბელემ სრული დატვირთვით ივარჯიშეს, თუმცა...

დღეს ფეხბურთის მილიონობით ქომაგის ყურადღება ბარსელონასკენ იქნება მიპყრობილი - "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" გაიმართება.

მატჩამდე გასარკვევი ორი რამ იყო - ითამაშებდნენ თუ არა მესი და დემბელე დღევანდელ შეხვედრაში.

როგორც ცნობილია "რეალი" კატალონიას დანაკარგის გარეშე ესტუმრება. სოლარის გუნდი კარგ ფორმაშია და ყველა ლიდერი ფიზიკურად თავს შესანიშნავად გრძნობს.

"ბარსას" ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხი მატჩისწინა ვარჯიშზე გაეცა. ვალვერდემ განაცხადს მიღმა უსმან დემბელე დატოვა, ხოლო მესი სიაშია.

ახალგაზრდა ფრანგი სრულად არის გამოჯანმრთელებული, თუმცა ექიმებმა მას რამდენიმე დღით მოცდა ურჩიეს და მწვრთნელმაც არ გარისკა. მესიმ (დემბელემაც) კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ითამაშა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ამას თავად არგენტინელი გადაწყვეტს.

ლეო ვალვერდეს შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაესაუბრება და ეტყვის შეძლებს თუ არ ის პირველივე წუთებიდანვე მინდორზე ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება, განმეორებითი ჯახი კი 27 თებერვალს ზუსტად იგივე დროს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება.

ასევე იხილეთ - "ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარისა და ისკოს შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები