Aa
Aa

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარისა და ისკოს შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ COPE-სთან ნეიმარისა და ისკოს შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

„მე არასდროს მისაუბრია არც ნეიმართან და არც მამამისთან. არასდროს ყოფილა საუბარი მისი „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზე. მათ არ დაურეკავთ.

ჩვენ მომდევნო სეზონისთვის გეგმებს ვალაგებთ და მაგიდაზე ნეიმარის სახელი ნამდვილად არ დევს.

ჩვენ ვსაუბრობთ „პსჟ“-ს ფეხბურთელზე და არამგონია მათ ასეთი დონის მოთამაშის გაშვება სურდეთ“.

ბართომეუმ საუბარი ისკოზე განაგრძო:

„თუ, ჩვენი მწვრთნელი კონკრეტული ფეხბურთელის დამატებას გვთხოვს და ეს მოთამაშე „რეალის“ დატოვებას გადაწყვეტს, დიახ ჩვენ მის შეძენას შევეცდებით.

თუმცა, ასეთი რამ ჩემი კლუბში ყოფნის დროიდან დღემდე არ მომხდარა.

ყველა ცდილობს, რომ თავისი გუნდი კონკურენტუნარიანი გახადოს.

ისკო? „რეალის“ პატივისცემის ნიშნად, პირველ რიგში მოლაპარაკებას მადრიდელთა პრეზიდენტთან დავიწყებ“.

ასევე იხილეთ - ვალვერდემ გადაწყვეტილება მიიღო - მესიმ და დემბელემ სრული დატვირთვით ივარჯიშეს, თუმცა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები