მჭედლიძე: ''კლუბში ვრჩები, არ მივდივარ''
Aa
Aa

მჭედლიძე: ''კლუბში ვრჩები, არ მივდივარ''

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ''ემპოლის'' ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ კარიერა შესაძლოა სერია ბ-ს კლუბ ''კარპიში'' გააგრძელოს, თუმცა 28 წლის ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში ინფორმაცია არ დაადასტურა.

ლევან მჭედლიძე: ''არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ვიცი რომ ჩემს შესაძლო ტრანსფერზე იტალიურ მედიაში წერენ, მაგრამ ამ თემაზე ჩემს მენეჯერს არაფერი უთქვამს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, კლუბში ვრჩები.''

მჭედლიძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია pianetaempoli.it-მა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში ექვსი მატჩი ჩაატარა, ექვსივე შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდმა მოედანზე 121 წუთი გაატარა, გოლი არ გაუტანია, თუმცა ''მილანთან'' შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა.

ფოტო: empolifc.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები