რა მოხდება თუ სოლსკიაერი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' წარმატებას მიაღწევს?
Aa
Aa

რა მოხდება თუ სოლსკიაერი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' წარმატებას მიაღწევს?

''მანჩესტერ იუნაიტედში'' ყველაფერი კარგადაა. ან სულ მცირე სიმშვიდეა. მოურინიომ ყველაფერი საიდუმლოდ დატოვა და ვინ იცის რა მოხდა სინამდვილეში კულისებში?

''განსაკუთრებულის'' წასვლის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერს სასიამოვნო ეფექტი ჰქონდა, ''წითელმა ეშმაკებმა'' ''კარდიფი,'' ''ჰადერსფილდი'' და ''ბორნმუთი'' ლამაზ სტილში დაამარცხეს.  გამარჯვებათა სერია გაგრძელდა და სოლსკიაერს ხელმძღვანელობით ყველა ტურნირის ჩათვლით ინგლისურმა გრანდმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო. გუნდს პრემიერლიგის ბოლო 6 ტურში ქულა არ დაუკარგავს, 18 ქულა მოაგროვა და საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სოლსკიაერი VS პოჩეტინო

სოლსკიაერის დროებით მოწვევა და პოჩეტინოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პირდაპირ წინააღმდეგობაშია. სეზონი მოდის და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ედ ვუდვორდი ფინანსებს უფრთხილდება და თანხებს ზაფხულისთვის ინახავს, რადგან შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი და მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი დაინიშნოს. ერთ-ერთი ვერსიით ვუდვორდი ზინედინ ზიდანის კანდიდატურაზე ფიქრობს და მისი მოწვევა ცხადია დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ასე რომ ვუდვორდი აგროვებს ფულს და ავსებს სავარაუდო კანდიდატურების სიას, თუმცა  სიას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს თუ სოლსკიაერის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდება.

 სოლსკიაერი მთავარ მწვრთნელად მისი ემოციური რეზონანსითა და ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ისტორიული კავშირით დაინიშნა და ''მიოლდემ'' უჩვეულო განათხოვრებით სოლსკიაერი ინგლისურ კლუბში გაუშვა, მაგრამ ახალი მწვრთნელის გუნდში მიყვანა მის პროფესიულ სტატუსზეც დამოკიდებული იყო, განმსაზღვრელი მხოლოდ ფეხბურთელის როლში მანჩესტერულ კლუბში გატარებული წლები არ ყოფილა.

მაშინ როცა ჟოზე მოურინიო მემკვიდრეს საქმეს ურთულებდა, მსოფლიომ სოლსკიაერი, როგორც მწვრთნელი დაივიწყა, მაგრამ ''კამპ ნოუზე'' მისი განმგმირავი შეხება დაუვიწყარია. ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელის პოსტზე უელსურ ''კარდიფში'' მუშაობდა და რამდენიმე წლის შემდეგ მისი სახელი შესანიშნავ ვაკანსიას დაუკავშირეს.

 ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა სოლსკიაერში ამოიცნეს ის პიროვნება, ვინც კლუბის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს, ქომაგთა და ფეხბურთელთა მხრიდან პატივისცემა აქვს. შესაძლოა სოლსკიაერი სამწვრთნელო კარიერის გადამწყვეტ ეტაპზეა და გარისკა, ნათელი იყო, რომ კლუბში მისვლით გასაღებები მერხზე უნდა დაედო და მტვერსასრუტით ხალიჩა მაისის ბოლომდე გაეწმინდა.

ის იყო ვითარების გამკონტროლებელი და მას აქვს უნარი უმტკივნეულოდ შეცვალოს სამუშაო პროცესის მიმართულება. თამაშიდან თამაშამდე გუნდი იცვლება და პროგრესირებს. ''მანჩესტერ იუნაიტედის'' გაწვრთნა დიდი შესაძლებლობაა. ნავარაუდევი იყო, რომ ის გუნდში 2018 წლის ბოლომდე დარჩებოდა, თუმცა მისი სამუშაო დრო გახანგრძლივდა, დღემდე გუნდშია, მის სახელს ''ოლდ ტრაფორდზე'' მღერიან და სკანდინავიელი მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებთან მუშაობს.

დრო იტყვის სათქმელს

ახლა ჟოზე მოურინიოს არყოფნაში სოლსკიაერი წარმატების მიღწევის პროცესშია. პორტუგალიის ორწელიწადნახევრიანი ზეობის ხანა დასრულდა. სოლსკიაერის გუნდში მისვლამდე გუნდის ფეხბურთელები დაშინებულები და გაბრაზებულები იყვნენ. მათ ფსიქოლოგიური სიმტკიცე არ ჰქონდათ.

ეს არის ბუნდოვანი სიტუაცია და რთულია მისი ახსნა. მაშინ როცა სოლსკიაერმა გუნდში პრობლემები აღმოფხვრა, შეუძლებელია ვიცოდეთ ის იყო თუ არა კლუბის ფორმირების მოთავე, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი არაა. ამ ეტაპზე უმთავრესია, რომ გუნდი უკეთ თამაშობს, ფეხბურთელები გოლებს იტანენ, თუმცა შესაძლოა სოლსკიაერის ნაცვლად გუნდის პროგრესის მოთავე სხვა იყო.

გარკვეული ქულების დაგროვების გარდა, როცა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' დადებითი შედეგები მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, სოლსკიაერი გახდება სანდო. რა იქნება სოლსკიაიერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საფუძველი?

ვუდვორდისთვის ძალიან რთული ვითარება იქმნება. შესაძლოა ნორვეგიელის მუშაობისას გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხი სკანდინავიელთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას მსჯელობა სიღრმისეულ საკითხებზე შედგება.

გუნდის მკურნალობის პროცესი მუდმივად ეფექტს არ იძლევა და თეორიულად ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შესაძლოა წავიდეს წინ წარმატებისკენ, როგორც წლების წინ დი მატეოს ''ჩელსი.'' რომან აბრამოვიჩის მიერ ''ჩელსის'' შეძენის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა გასაოცარი შედეგი აჩვენა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფს ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი გამოსვლა მოჰყვა.

რომან აბრამოვიჩს ანდრე ვილაშ-ბოაშის სათანადო შემცვლელი სჭირდებოდა და გარშემომყოფთა აზრი გაითვალისწინა. როცა ''ჩელსის'' ლიდერ ფეხბურთელებს კლუბის მართვა მობეზრდათ, დი მატეო აღმოჩნდა უიღბლო ადამიანი, რომლის შემცვლელის ვინაობა მის წასვლამდე ცნობილი იყო.

2012 წლის ნოემბერში მას შემდეგ რაც ლონდონის ''ჩელსიმ'' ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა დი მატეო ინგლისურ კლუბს დაემშვიდობა.

გარანტიების გარეშე

 ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' უახლოესი მიზანი არაა, თუმცა ევროპული ტურნირი სოლსკიაერისთვის ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობაა. პრემიერლიგასთან ერთად ინგლისური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, მაგრამ მერვდეფინალში მეტოქედ ძალიან ძლიერი პსჟ ერგო.

ვუდვორდი იაზრებს, რომ სოლსკიაერის დარჩენის შემთხვევაში კლუბი გრძელვადიან კონტრაქტს აფორმებს იმ პირთან, რომელიც კლუბის უახლოესი წარსულის სიმბოლოა. სოლსკიაერი მხოლოდ არაა რეფლექსურად დაკავშირებული ბარსელონას დიდებულ ღამესთან, არამედ კლუბში გატარებულ 11-წლიან პერიოდში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და კლუბში ავტორიტეტი მოიპოვა.

კლუბის ხელმძღვანელებისა და სოლსკიაერის ილუზიური დაპირება შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და  დაპირებები არ გამართლდეს. ნორვეგიელმა ვერ მოახერხოს იმ მიზნების შესრულება, რაც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ამბიციებთან შესაბამისობაშია.

როცა მთავარ მწვრთნელს ნიშნავენ, დარწმუნებული არავინაა, რომ ის გაამართლებს და გუნდი შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს. მართალია მაურისიო პოჩეტინო ''ტოტენჰემში'' წარმატებულად მუშაობს და ზინედინ ზიდანმა მადრიდის ''რეალში'' ტიტულები მოიპოვა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოჩეტინო და ზიდანი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის როლისთვის იდეალურნი არ არიან.

სოლსკიაერის გუნდის ყოველი გამარჯვება მისადმი, როგორც მთავარი მწვრთნელისადმი სანდოობას ზრდის. გუნდის ყოფილი ფეხბურთელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა და მისი მუშაობა აღადგენს გუნდს და ძველ სიძლიერეს უბრუნებს, რაც გარკვეულწილად საშიშია, რადგან თუ გუნდის პროგრესი შეწყდება, სკანდინავიელის ავტორიტეტი დაკნინდება და შემდგომში სხვა კლუბების მხრიდან მისადმი ინტერესი დიდი არ იქნება.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები