იური ტილემანსის ტრანსფერი დახურეს | მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარდაცვას აძლიერებს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარდაცვა გააძლიერა. ფაბრიციო რომანოს ინფორამციით, „წითელმა ეშმაკებმა“ „ასტონ ვილასთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და იური ტილემანსის ტრანსფერი დახურეს.
რომანომ თავისი საფირმო ფრაზით, HERE WE GO-თი გვაუწყა, რომ ტილემანსი „ოლდ ტრაფორდზე“ ითამაშებს. მის სანაცვლოდ „მანჩესტერი“ 41 მილიონ ევროს გადაიხდის. „იუნაიტედი“ ედერსონის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, რის შემდეგაც „წითელმა ეშმაკებმა“ ანდრეი სანტოსი და ტილემანსი გაიფორმეს.
???????? BREAKING: Youri Tielemans to Manchester United, HERE WE GO! ????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2026
United activate €41m release clause into Tielemans’ contract at Aston Villa, verbal agreement also with Belgian midfielder.
Andrey Santos done + Tielemans next after Éderson deal called off on Friday. ???? pic.twitter.com/e8XdKmrgzg
ბელგიელი ფეხბურთელი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაში გაივლის. თუ რაიმე პრობლემა არ გამოვლინდა, ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.
ცნობისთვის, ტილემანსმა „ასტონ ვილას“ მაისურით 134 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.