სეზონის წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა დოჰაში რამოსი დაამარცხა
Aa
Aa

სეზონის წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა დოჰაში რამოსი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წლის სეზონის პირველი შეხვედრა დოჰაში გამართა და ესპანელ ალბერტ რამოსს დაუპირისპირდა. 

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 3 სეტში - 6:1; 1:6; 6:1 აჯობა და ტურნირის შემდეგ რაუნდში გავიდა. 

ბასილაშვილმა 9 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 33-დან 27, ხოლო მეორეზე 33-დან 16 ქულა მოიგო. მან 12-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რამოსს კი მოწოდების აღების 4 შანსი მისცა, რომელთაგანაც პირენეელმა 2 ბრეიკად გარდასახა. 

ნიკოლოზი ტურნირის 1/8 ფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც იტალიელ ანდრეას სეპის 2 სეტში მოუგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები