Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 113 - 109

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი ტეხასში შედგა, სადაც „ჰიუსტონმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, „ოკლაჰომას“ უმასპინძლა.

„როქეთსი“ კრის პოლის გარეშე ასპარეზობდა, თუმცა წარმატების მიღწევა მაინც მოახერხა. მაიკ დენტონის გუნდმა პირველი ნახევარი ცუდად ჩაატარა, მაგრამ მატჩის დასკვნით ნაწილში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა.

“ჰიუსტონს“ 41 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. ერიკ გორდონმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა, ხოლო კლინტ კაპელა 16 ქულითა და 23 მოხსნით გამოირჩა.

„ოკლაჰომას“ რიგებში 28 ქულითა და 14 მოხსნით პოლ ჯორჯი გამოირჩა. რასელ უესტბრუკმა მატჩი 21 ქულით დაასრულა. სტივენ ადამსმა კი გუნდს 17 ქულა შესძინა.

გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 101 – 127

„გოლდენ სტეიტისა“ და ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსის“ პირველმა დაპირისპირებამ ლოს-ანჯელესელების სრული უპირატესობით ჩაიარა. „მეფემ“ და კომპანიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ჯეიმსმა ტრავმის გამო პარკეტზე მხოლოდ და მხოლოდ 21 წუთი გაატარა და ამ დროში აქტივში 17 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კაილ კუზმამ გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო ივიცა ზუბაჩმა 18 ქულა მიითვალა.

„გოლდენ სტეიტს“ 23 ქულით ანდრე იგუდალამ ულიდერა. კევინ დურანტმა გუნდს 21 ქულა შესძინა, სტეფ კარი კი 15 ქულით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

ნიუ იორკი - მილუოკი 95 - 109

ბოსტონი - ფილადელფია 121 – 114

იუტა - პორტლენდი 117 - 96

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები