Aa
Aa

ზვერევმა ყველა გააოცა

ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრ ზვერევი გახდა.

ტურნირის ფინალში, რომელიც ტრადიციულად ლონდონში ტარდება, გერმანიის სახელით მოთამაშე ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა.

ზვერევმა 10 ეისი ჩააწოდა და ექვსიდან ოთხი ბრეიკ პოინტი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა კი თითო-თითო ეისი და ბრეიკი შეასრულა.

ჩოგბურთელები ამ ტურნირზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, ჯგუფური ეტაპის მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

ჯგუფში ჯოკოვიჩმა იზნერი და ჩილიჩიც დაამარცხა და ნახევარფინალში წაუგებლად გავიდა, ზვერევი კი 2 მოგებით ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტი გახდა , სადაც ჩოგბურთის ლეგენდას შვეიცარიელ როჯერ ფედერერს აჯობა.

მოპოვებული ტიტულით ალექსანდრ ზვერევმა 1500 სარეიტინგო ქულა მიიღო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მან არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს გაასწრო.

ალექსანდრ ზვერევი „უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩემი ყველაზე დიდი ტიტულია. უპირველესად, მინდა, რომ ნოვაკს შესანიშნავი კვირა მივულოცო. ჯოკოვიჩმა წლის მეორე ნახევარში დაუჯერებლად ითამაშა, შესაძლოა ისე, როგორც აქამდე არასოდეს. მინდა მივულოცო ნოვაკის მთელ გუნდს . თქვენ შთამბეჭდავად იმუშავეთ. ერთ სეზონში ამდენი ოპერაციის მიუხედავად მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე წლის დასრულება რაღაც წარმოუდგენელია . ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საკუთარ გუნდს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ მამაჩემი ჩოგბურთში საუკეთესო მწვრთნელია. ახლა ის მომდევნო წლამდე იტირებს, მაგრამ არაუშავს.”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები