Aa
Aa

კარენ ხაჩანოვმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პარიზის მასტერსი მოიგო!

პარიზის მასტერსის გამარჯვებული ბევრისთვის მოულოდნელად რუსი კარენ ხაჩანოვი გახდა.

წარმოშობით სომეხმა ჩოგბურთელმა ფინალში როჯერ ფედერერის მძლეველ ნოვაკ ჯოკოვიჩს 2 სეტში ძალიან დამაჯერებლად 7:5, 6:4 სძლია.

ეს ხაჩანოვისთვის კარიერაში პირველი მოგებული მასტერსი გახლავთ.

უნდა აღვნიშნოთ ჯოკოვიჩის ნახევარფინალური ჯახი ფედერერის წინააღმდეგ, რომელმაც ფინალში "ნოლეს" ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.

ნებისმიერ შემთხვევაში ხაჩანოვის გამარჯვება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და ის სრულიად დამსახურებულია.

ხაჩანოვმა თავის ჩაწოდებაზე დიდებულად ითამაშა და ჯოკოვიჩს ბრეიკები ყველაზე საჭირო მომენტებში შეუსრულა.

ამრიგად, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი 1000 სარეიტინგო ქულით დაწინაურდა და ახალი რეიტინგის მიხედვით ის უკვე მე-11 ჩოგანი იქნება.

რაც შეეხება "ნოლეს", მან რაფაელ ნადალს პირველი პოზიცია ჩამოართვა და წლის დასაწყისში დასახულ მიზანს მიაღწია.

კარენ ხაჩანოვმა პარიზის მასტერსის მოგებისთვის 973 480 დოლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები