წლის მატჩი! ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა და პარიზის მასტერსის ფინალშია!
Aa
Aa

წლის მატჩი! ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა და პარიზის მასტერსის ფინალშია!

პარიზის მასტერსის ნახევარფინალში ნაადრევი ფინალი შედგა. ერთმანეთს მსოფლიოს მე-2 და მე-3 ჩოგნები როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

საჩოგბურთო სამყარომ უმაღლესი დონის შეხვედრა იხილა, რომელიც ცალსახად ისტორიული იყო.

3 საათისა და 6 წუთის შემდეგ გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა და ეს დამსახურებული შედეგი იყო.

სერბმა სამ სეტში 7:6(3), 5:7, 7:6(3) გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ "ნოლემ" ორივე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო.

37 წლის ფედერერისგან ასეთ გამძლეობას ბევრი არ ელოდა, თუმცა "მხიარული როჯერი" ჩვენს გაოცებას ამ ასაკშიც ახერხებს.

როჯერმა მეორე სეტში პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა და ძალიან დამაჯერებლად 7:5 გაიმარჯვა. შვეიცარიელმა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.

ძალიან დაძაბული ორი სეტის შემდეგ მესამეც მსგავსად წარიმართა - 12 უშეცდომო გეიმი და კვლავ ტაი-ბრეიკი.

ყველა მორიგ თანაბარ გათამაშებას ელოდა, თუმცა ფედერერმა მოულოდნელად თავის ჩაწოდებაზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და 3:7 დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩაწოდება მატჩზე

 

პარიზის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩს რუსი კარენ ხაჩანოვი შეხვდება.

ჯოკოვიჩსა და ფედერერს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში სერბის სასარგებლოდ 25:22 გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები