დაპირისპირება რობერტო მანჩინისა და მაურისიო სარის შორის
Aa
Aa

დაპირისპირება რობერტო მანჩინისა და მაურისიო სარის შორის

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ, რომელიც მილანელთა გამარჯვებით დასრულდა(0:2). მატჩის უკანასკნელ წუთებზე გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მთავარმა არბიტრმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, რაზეც „ინტერის“ დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ აღშფოთება ვერ დამალა და ამის შესახებ მეოთხე მსაჯთან კამათი დაიწყო. ამ დროს კი, მაურისიო სარიმ მას ჰომოსექსუალი უწოდა.

„სარი ნამდვილი ჰომოფობია. ისეთი ადამიანები, როგორებიც ის არის, საერთოდ უნდა მოიკვეთონ ფეხბურთიდან. მეოთხე არბიტრთან იმისათვის მივედი, რომ უბრალოდ მეკითხა თუ რატომ დაამატეს ხუთი წუთი. სარი კი ადგა და პირდაპირ პი***ასტი მიწოდა. ამის შემდეგ აღარც დავინტერესებულვარ თამაშით. 60 წლის მამაკაცს ასეთი საქციელის გამო წესით უნდა რცხვენოდეს. შეგიძლიათ კითხოთ, მაგრამ ეს ნამდვილად სამარცხვინოა. გასახდელში ვიპოვე სარი და ბოდიში მომიხადა, მაგრამ მინდა, რომ მას რცხვენოდეს ამის გამო. ინგლისში ამის შემდეგ მას ახლოსაც არ მიაკარებდნენ მოედნის ხაზს" - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

ამ თემაზე კომენტარი თავად „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შეურაცყოფა მანჩინიმაც მიაყენა.

„საფეხბურთო მოედანზე ასეთი რამეები ხდება ხოლმე, თუმცა როგორც წესი, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელები ერთმანეთს კეთილსინდისიერად ართმევენ ხელს და ყველაფერს ივიწყებენ. თამაშის დროს ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ემოციური ფონის შედეგად, მაგრამ ბოდიში მოვიხადე გასახდელში და ვფიქრობდი, რომ კონფლიქტი ამით დასრულდა. ახლა, ხალხი იგი ჰომოფობს მეძახის. ის, რაც მანჩინის ვუთხარი, უბრალოდ პირველად მომივიდა თავში. თავად მყავს რამდენიმე გეი მეგობარი, ამიტომ ჰომოფობს ვერავინ მიწოდებს. ველი თუ არა დისკვალიფიკაციას? ნამდვილად არა! ეს ფეხბურთია, სადაც დაძაბული ვითარების დროს არაფერია გამორიცხული. მანჩინიმ მოხუცი ნაძირალა დამიძახა და ესეიგი მან მოხუცების უფლებები შელახა? ბოდიში მოვუხადე მანჩინის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს თუ რა მივაძახე“ - განაცხადა მაურუსიო სარიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები