რაფაელ ნადალი წყალდიდობისგან დაზარალებულებს დაეხმარა
Aa
Aa

რაფაელ ნადალი წყალდიდობისგან დაზარალებულებს დაეხმარა

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მალიორკაზე წყალდიდობისგან დაზარალებულებს დაეხმარა. კოკისპირული წვიმის შემდეგ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი პიროვნება ბრიტანელი იყო.

სუპერვარსკვლავმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ნადალი უსახლკაროდ დარჩენილებს დაეხმარა. ისინი დროებით ნადალის მიერ გახსნილ საჩოგბურთო აკადემიაში დაბინავდებიან.

 წყალდიდობა სამშაბათს ქალაქ პალმადან აღმოსავლეთით 40 მილის მანძილზე დაფიქსირდა.

სპორტსმენმა აკადემია მალიორკაზე 2016 წელს დააარსა.

რაფაელ ნადალი გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები