Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" 19 წლის ნახევარმცველში 55 მილიონ ევროს იხდის

ინგლისური "მანჩესტერ სიტი" გელზენკირხენის "შალკეს" 19 წლის შემტევ ნახევარმცველ ლეროი სანეში 55 მილიონს შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ თუ ეს ტრანსფერი შედგა, სანე ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდება. ამჟამად, ყველაზე ძვირად ღირებულ გერმანელ ფეხბურთელად ლონდონის "არსენალის" ნახევარცმველი მესუთ იოზილი ითვლება, რომელიც მადრიდის "რეალიდან" "არსენალში" 50 მილიონ ევროდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში ლეროი სანეს ანგარიშზე ბუნდესლიგის 17 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები