ქართველები ამერიკის ღია პირველობაზე
ამერიკის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იასპარეზებს.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან ერთად გამოვა.
ქართველისა და იაპონელი წყვილის მეტოქე კი პირველ წრეში ბელინდა ბენჩიჩისა და კატერინა კოზლოვას დუეტი იქნება.
კალაშნიკოვა და ჰიბინო ერთად 2017 წლიდან მოყოლებული ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლო დიდ სლემზე ნიკა ბასილაშვილიც ითამაშებს, რომელიც დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე, სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს შეხვდება.