ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ამერიკის ღია პირველობაზე საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. 

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს დაუპირისპირდება. შეხვედრა 27 აგვისტოს არის ჩანიშნული.

ბასილაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო წრეში არგენტინელ გუიდო ანდრეოცისა და ამერიკელ ჯეკ სოკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია,რომ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველი ჩოგანის, რაფაელ ნადალის ბადეშია.

წარმატების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ლეგენდარულ ესპანელს შესაძლოა 1/8-ფინალში დაუპრიისპრიდეს. 

ამერიკის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს სარეკორდოა.

ტურნირის გამარჯვებული 3,700,000 დოლარის მფლობელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები