ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ძრითად ბადეში გავიდა!
Aa
Aa

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ძრითად ბადეში გავიდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს.

26 წლის ქართველმა, გუშინ კვალიფიკაციის 1/2 ფინალში ტობიას კამკე 7:5; 6:2 დაამარცხა, დღეს კი ვეტერან ავსტრიელს, იურგენ მელცერს აჯობა - 6:4; 4:6; 7:5.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი შესარჩევ ეტაპზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ძირითად ბადეში მელცერთან მარცხის შემთხვევაშიც გადიოდა, რადგან ანდრეას სეპიმ ტურნირიდან განაცხადი მოხსნა და ქართველს "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით სარგებლობის საშუალება ექნებოდა.

როგორც კენჭისყრამ გაარკვია, ნიკოლოზი პირველი რაუნდის შეხვედრას სამშაბათს ჩაატარებს და საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება. იგი ადგილობრივ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება, რომელიც გათამაშებაზე მე-5 ნომრადაა განთესილი. ბასილაშვილსა და კოლშრაიბერს აქამდე ერთხელ უთამაშიათ - 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ფილიპმა 4 სეტში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები