დავითაშვილი: ,,ეს გამარჯვებები მთელს საქართველოს სჭირდებოდა
Aa
Aa

დავითაშვილი: ,,ეს გამარჯვებები მთელს საქართველოს სჭირდებოდა"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი დებიუტანტის, დავით ვოლკოვის ანგარიშზეა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც დავით ვოლკოვს 41-ე წუთზე გაატანინა:

ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა.

რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო.

იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, უეფას ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება. მატჩები 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვილი სანიოლი: ,,ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა
ვილი სანიოლი: ,,ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა"