კვლავ იჯარა - მოსკოვის დინამო გაგნიძის განათხოვრებას აპირებს
მოსკოვის „დინამო“ ქართველი ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის განათხოვრებას აპირებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „რბ სპორტი“ იტყობინება.
როგორც ცნობილია, გაგნიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამარის „კრილია სოვეტოვში“ გაატარა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ახალ სეზონში მოსკოვური კლუბის მესვეურები კვლავ მის განათხოვრებას გეგმავენ.
რომელი კლუბის მაისური შეიძლება მოირგოს გაგნიძემ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ის „დინამოს“ ახალი თავკაცის, ვალერი კარპინის გეგმებში არ შედის.
ცნობისთვის, გასულ სეზონში გაგნიძემ „დინამოს“ რიგებში 4 მატჩი, „კრილიაში“ კი 8 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის მონაცემებით, გაგნიძის საბაზრო ღირებულება 1,2 მილიონი ევროა.
23 წლის ქართველ ნახევარმცველს მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.