ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

რა არის საჭირო თოფურიას დასამარცხებლად | ოლივეირას რჩევები გეიჯის

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ჩარლზ ოლივეირამ „ელ მატადორისა“ და ჯასტინ გეიჯის პოტენციურ ჩხუბთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელმა მებრძოლმა გეიჯის რჩევები მისცა და აღნიშნა, რა უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის.

„თოფურია და გეიჯი არიან მებრძოლები, რომლებიც დარტყმების გაცვლასა და ნოკაუტებს ეძებენ. სამწუხაროდ, ილიას წინააღმდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ჩემი აზრით, თოფურია და გეიჯი დგომში დარჩებიან და სტრაიკინგზე გააკეთებენ აქცენტს, რის გამოც „ელ მატადორი“ მოიგებს.

მეგონა, რომ გეიჯი პიმბლეტთან დამარცხდებოდა. ვვარაუდობდით, რომ პედი მას პარტერში გადაიყვანდა და გეიჯიზე ზეწოლას განახორციელებდა, თუმცა ამის ნაცვლად სრულიად სხვა ჩხუბი ვიხილეთ. გეიჯიმ ისეთ სტილში რომ იჩხუბოს, როგორც პიმბლეტთან, დამარცხდება.

ჩემი აზრით, თოფურიასთან გასამარჯვებლად საჭიროა, მასზე მუდმივი ზეწოლა განახორციელო, იმუშაო დგომშიც, დარტყმები გაცვალო, თუმცა ყოველთვის ეცადო, რომ დისტანცია შეამცირო და თეიქდაუნი შეუსრულო. ზეწოლა პირველიდან ბოლო წამამდე, ზუსტი დარტყმები, თეიქდაუნები და მისი პარტერში დატოვება.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ოლივეირა პირველ რაუნდში დააფინიშა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. გეიჯიმ პედი პიმბლეტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და დროებითი საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთს ქამრების გასაერთიანებლად დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა | როდის დაბრუნდება იანი
9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა | როდის დაბრუნდება იანი