9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა | როდის დაბრუნდება იანი
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე ჩხუბის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი გარკვეული დროის განმავლობაში იუქმებს.
საქმე ისაა, რომ პიოტრ იანს წელზე ოპერაცია ჩაუტარდა - ამის შესახებ რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელებში დაწერა.
„9 საათი ნარკოზის ქვეშ. გუშინ წელზე ოპერაცია ჩამიტარდა. რამდენიმე თვეში მწყობრში ვიქნები“.
მანამდე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ UFC-ისგან მიიღო იანთან მესამე ჩხუბის გამართვის შეთავაზება, თუმცა ეს ბრძოლა თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ შედგება, ვინაიდან პიოტრ იანი რუსეთის წარმომადგენელია. მოგვიანებით იანმა დაადასტურა, რომ ჩემპიონის ტიტულს სწორედ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ მერაბმა და პიოტრმა პირველად 2023 წლის მარტში იჩხუბეს, როცა „მანქანამ“ მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა. გასული წლის დეკემბერში იანმა რევანში აუღო და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩეპმიონი გახდა.