ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნება“ - პსჟ-ს ექსფეხბურთელი ხვიჩაზე

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრის პანკრატმა პარიზელებისა და „კაჭკაჭების“ გუშინდელი მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზეც ისაუბრა.

რას ამბობს პანკრატი:

ის გუნდის საკვანძო ფიგურაა. ზუსტი დიაგნოზისთვის ლოდინია საჭირო, თუმცა განმეორებით კადრებში ჩანს, რომ კოჭი საკმაოდ უხერხულად გადაუბრუნდა. მირჩევნია ოპტიმისტად დავრჩე — თუ საქმე მხოლოდ ერთ ან ორ კვირას ეხება, ეს პრობლემა არაა, მაგრამ ერთი თვით ან მეტით ჩამოშორება უკვე მტკივნეული იქნება. კვარაცხელიას აქვს ატიპური, ტექნიკური თამაშის სტილი, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია. დეზირე დუე რაღაცით ჰგავს მას, თუმცა ხვიჩას უფრო დიდი ხედვა აქვს, ვიდრე სხვებს. მას აქვს ნიჭი, აიყოლიოს თანაგუნდელები და მუდმივი მოძრაობით დააბნიოს მეტოქის დაცვა, რაც სივრცეებს განაპირა მცველებსაც უთავისუფლებს. მისი არყოფნა პარიზელთა შეტევას შეაფერხებს, თუმცა გუნდს სხვა იარაღებიც მოეპოვება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, პსჟ-მ და „ნიუკასლმა“ ფრედ, 1:1 ითამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. საგულისხმოა, რომ მანამდე, ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ვიტინიას გაატანინა, რითაც პარიზელები 1:0 იგებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლეი-აუტი | ცნობილია პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები
პლეი-აუტი | ცნობილია პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები